- კონსიონატორი
- საერო და სასულიერო მორწმუნეთა წარმომადგენელი. კონსიონატორი, როგორც რელიგიის ოფიციალური წარმომადგენელი როგორც ოფიციალური თეოლოგი, ცდილობს იმაზე მითითებით შეინარჩუნოს პოზიცია, რომ თუ ქრისტე ჩვენშია, მაშინ ჩვენ ცოდვის გარეშე ვიქნებოდით (9,504-505). აუდიტორი ისეა დარწმუნებული, რომ სწორად გაიგო ქრისტეს მისია, რომ არავითარ ავტორიტეტს არ ერიდება - იქნება ეს რომის პაპი, ლუთერი, ფილიპე მელანქტონი, ცვინგლი, შვენკფელდი, ოსიანდერი თუ მაჰმადი. იგი თავს მხოლოდ ქრისტეზე დამოკიდებულად მიიჩნევს და სხვაგვარ გაგებას სექტურს უწოდებს. „ჩემი განძი მე ჩემს გულში მაქვს, რომლის წართმევას ვერავითარი სექტა ვერ შეძლებს, იქნება ეს პაპი, ლუთერი, ცვინგლი თუ სხვა“ (1,502). „ეკლესია არც პაპია და არც ლუთერი“ (1,517).Source: თევზაძე გ. აღორძინების ეპოქის ფილოსოფია: (მარსილიო ფიჩინოდან იაკობ ბოემემდე) / რედაქტორი ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი თენგიზ ირემაძე / გამ-ბა „ნეკერი“ თბ.,– 2008 ISBN 978-9941-404-13-9
Georgian encyclopedia. 2013.